ავტორი:

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე კანონი მკაცრდება - რა იცვლება?

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე კანონი მკაცრდება - რა იცვლება?

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, იგეგმება რიგი საჯარიმო სანქციების გამკაცრება. მათ შორის, ცვლილება ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საკითხსაც.

კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია, ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უცვლელი რჩება, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.

  • რა იცვლება კანონში არაფხიზელი მძღოლებისთვის

უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე, დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება.

ეს ცვლილება შეეხება შემდეგი 3 ტიპის დარღვევას, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული ქმედებები...წაიკითხეთ სრულად