ავტორი:

უწყვეტი პროტესტის 69-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა: რა ვითარებაა ადგილზე

უწყვეტი პროტესტის 69-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა: რა ვითარებაა ადგილზე

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

  • დემონსტრანტები სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქიას"; "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები".

პროტესტის 69-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.