ავტორი:

"მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს" - საია

"მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს" - საია

მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

"ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში" - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.