კრიპტო აქტივების ბაზარი ისტორიის წერას აგრძელებს. ბიტკოინის ფასმა იანვარში ისტორიულ მაქსიმუმს ($108,000-ს) გადააჭარბა და თითქმის ყოველ თვე ახალ რეკორდს ამყარებს. ამ ზრდის ფონზე, მიმქოინები, კრიპტოსივრცეში პოპულარულ აქტივებად ჩამოყალიბდნენ.
ამ მნიშვნელოვანი მომენტის აღსანიშნავად WhiteBIT საქართველო მართავს მასშტაბურ კამპანიას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ PEPE ქოინები მარტივად.
უნიკალური შესაძლებლობა კრიპტოენთუზიასტებისთვის WhiteBIT საქართველოს კამპანია გათვლილია როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლებისთვის:
ეს ინიციატივები ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად ჩაერთონ კრიპტო სამყაროში. კამპანიაში მონაწილეობისა და პირობების დეტალების ნახვა შესაძლებელია WhiteBIT საქართველოს ვებგვერდზე.
WhiteBIT საქართველოს გეგმები
WhiteBIT საქართველო საქართველოს ბაზარზე სერვისების გაფართოებას და ქვეყნის კრიპტოსექტორის განვითარებას გეგმავს. უსაფრთხოებაზე, ინოვაციაზე და ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული პლატფორმა მიზნად ისახავს რეგიონში კრიპტოეკოსისტემის გაუმჯობესებას და ქართველი მომხმარებლებისთვის მსოფლიო დონის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.
WhiteBIT საქართველოს კრიპტობირჟა სრულად შეესაბამება ადგილობრივ რეგულაციებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) სტატუსი (რეგისტრაციის ნომერი: 0006-9404405520217). ეს უზრუნველყოფს უსაფრთხო, გამჭვირვალე და სამართლებრივად შესაბამის სავაჭრო გარემოს ყველა მომხმარებლისთვის.
WhiteBIT საქართველოს პარტნიორია WhiteBIT გლობალი, ევროპის ყველაზე დიდი ცენტრალიზებული კრიპტობირჟა 5+ მილიონი მომხმარებლით, რომელიც 2018 წელს დაარსდა. WhiteBIT გლობალი უკრაინის საფეხბურთო ნაკრების, საფეხბურთო კლუბების ბარსელონასა და ტრაბზონსპორის და ასევე FACEIT-ის ოფიციალური პარტნიორია. ბირჟა მიზნად ისახავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და რეგულაციების დაცვას იმ ყველა იურისდიქციაში, სადაც ის ოპერირებს.
R