„გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-ის“ კონკურსში ხმის მიცემის დასრულებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-ის“ კონკურსში ხმის მიცემის დასრულებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება

„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“ გრძელდება, ხმის მიცემის დასრულებამდე კი სულ ცოტა დრო, სულ რაღაც 5 დღე რჩება.

ხმის მიცემის პროცესი 20 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული ავტორები მალე წარდგებიან ფართო მკითხველის წინაშე. კონკურსში საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად მიჰყევით ბმულს.

კონკურსის მთავარი მიზანი თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების მკითხველისთვის გაცნობაა. წელსაც, გამარჯვებული ავტორების წიგნები გამოიცემა და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

R