ავტორი:

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება - პარლამენტმა ინიციატივას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება - პარლამენტმა ინიციატივას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ მთავრობის მიერ წარდგენილ ინიციატივას, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, ინიციატორი კი - მთავრობა.

კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვით, აღნიშნული მუხლების მიზნებისთვის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.