“სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი დაეშვა,“ - წერს ადგილობრივი მედია.
მათი თქმით, თვითმფრინავში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.
მას აეროპორტში აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ოფიციალური პირები დახვდნენ.
“მართლაც, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ ფრენების რაოდენობა გაიზრდება და რუსეთის მიმართ განხორციელებული რეისების გეოგრაფია გაფართოვდება.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას“, - განაცხადა გუნბამ.