ავტორი:

"გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ და დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში" - კობახიძე

"გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ და დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში" - კობახიძე

გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც" არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს.

"გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე „ნაციონალურ“ პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სწორი მიმართულებით მიდის და „არცერთი „ნაციონალის“ ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის“.

"ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობა“ გაძევებული იქნა პარლამენტიდან. თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მგონი, არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არცერთი „ნაციონალის“ ადგილი საქართველოს პარლამენტში არაა. იმედი მაქვს, დარჩენილი 12 „ნაციონალიც“ საბოლოდ, დატოვებს პარლამენტს“, - აცხადებს კობახიძე.

ასევე, კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ დიალოგზე საუბარი მისთვის გაუგებარია მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითმა“ სამ პარტიას პარლამენტიდან გასვლის განცხადება თავად დააწერინა.

„არ ვიცი, რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასვლის განცხადება - „დიფ სთეითს“ ვგულისხმობ. ეს ოპოზიციური პარტიები გაიყვანეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ რა დიალოგზეა საუბარი?!“ - აცხადებს კობახიძე.

გარდა ამისა, კითხვაზე, რატომ არ წერს გახარიას პარტია მანდატების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ოპოზიციურ პარტიებს ასეთი პატარა თამაშები ახასიათებთ“.

„ასეთი პატარა თამაშები ახასიათებთ ოპოზიციურ პარტიებს. ერთმანეთში კინკლაობაც ახასიათებთ. ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. საბოლოდ, ეს ოთხი პოლიტიკური პარტია ერთი პოლიტიკური ძალაა. დანარჩენი არის მარტივი ტაქტიკური თამაშები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მეოთხე პარტიამაც დატოვოს საქართველოს პარლამენტი და იმედი მაქვს, ეს ადრე თუ გვიან მოხდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.