ავტორი:

რა არის ADHD და რატომ ხდება მისი დიაგნოსტირება ზრდასრულ ქალებში?

რა არის ADHD და რატომ ხდება მისი დიაგნოსტირება ზრდასრულ ქალებში?

რა დაავადებაა ADHD და რატომ ხდება მისი დიაგნოსტირება ზრდასრულ ქალებში?

"სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი თავს თანატოლებისგან. მიჭირდა გაკვეთილზე კონცენტრირება და საგამოცდო კითხვების გაგება" - ამბობს აიშე, 38 წლის მასწავლებელი თურქეთიდან. ზრდასრულ ცხოვრებაში არსებულმა სირთულეებმა აიძულა დაეჯერებინა, რომ ჰქონდა ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობა (ADHD). დაავადების შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს,

  • რა არის ADHD?

ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევა, ADHD, არის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ტვინის განვითარებასთან. ძირითადი სიმპტომებია ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა და კონცენტრაციის პრობლემები. ADHD-ის კიდევ ერთი ნიშანი არის ჰიპერფოკუსი, ანუ ღრმა ფიქსაცია რომელიმე ობიექტზე.

ბავშვებში ყურადღების დეფიციტის პრობლემებმა შეიძლება იმოქმედოს აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, ის ასევე დაკავშირებულია სხვა ფსიქიკურ აშლილობებსა და ადიქციასთან. ინდივიდს რომელსაც აქვს ADHD უფრო მაღალი შანსი აქვთ, რომ სხვა მენტალური აშლილობა ჰქონდეთ როგორიცაა აუტიზმი, ბიპოლარული აშლილობა და სხვა.

  • ADHD-ის სიმპტომები მოზრდილებში?

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, მოზრდილებში ADHD-ის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  1. კონცენტრაციის ხშირი დაკარგვა;
  2. დეორგანიზებულობა და ჩვეული გაჭიანურება;
  3. დროის ცუდი მართვა;
  4. ნივთების დაკარგვა, დავიწყება ყოველდღიურ საქმეებში;
  5. პროექტზე კონცენტრირებისა და მისი დასრულების პრობლემები;
  6. მუდმივი აქტივობის ან სტიმულირების საჭიროება;

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ADHD-ის ნიშნები გოგონებში ხშირად გაცილებით ნაკლებად აშკარაა, ვიდრე ბიჭებში.

"სტერეოტიპული გოგონა ADHD-ით არის მეოცნებე გოგონა, რომელიც დიდ პრობლემებს არ იწვევს კლასში და ხშირად ეს შეუმჩნეველი რჩება. მაშინ, როცა ADHD-ის მქონე ბიჭები სკოლაში დარბიან, უფრო მეტ პრობლემას იწვევენ, ამიტომ მათი დიაგნოსტიკა მარტივია“, ხოლო გოგონებში მისი დიაგნოსტიკა შედარებით დიდ ასაკში შეიძლება მოხდეს" - განმარტავს დოქტორი მიულერ-სეჯვიკი.