ავტორი:

"დიფ სთეითისა" და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება - ცეცხლი ოლიგარქიას!" - რას წერს მამუკა მდინარაძე

"დიფ სთეითისა" და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება - ცეცხლი ოლიგარქიას!" - რას წერს მამუკა მდინარაძე

"დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

  • მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ - სთეითი“ კი - ოლიგარქიულ გავლენებს.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში:

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ - სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

არ იქნება სამართალი, - არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!

ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“,- წერს მდინარაძე.