შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარების უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურება სურს.
"მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.