ავტორი:

"კარგად არის გაკეთებული, გამეცინა" - ემანუელ მაკრონი AI-თ გენერირებულ ვიდეოს აქვეყნებს

"კარგად არის გაკეთებული, გამეცინა" - ემანუელ მაკრონი AI-თ გენერირებულ ვიდეოს აქვეყნებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში AI Action Summit-ის ანონსისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გამოიყენა.

  • მაკრონს ვიდეო კოლაჟში გამოყენებული აქვს ის კადრები, რომლებიც თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკოსების მიერ.

"ეს საკმაოდ კარგად არის გაკეთებული, გამეცინა. მაგრამ უფრო სერიოზულად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ - შევცვალოთ ჯანდაცვა და ცხოვრება ჩვენს საზოგადოებაში.

კადრი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოდან

საფრანგეთი და ევროპა უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის გულში", - ამბობს მაკრონი.

კადრი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოდან

Variety-სთან ინტერვიუში გასულ წელს ემანუელ მაკრონმა თქვა რომ Deep Fake-ით გენერირებული ვიდეოები ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება შევიწროების ფორმა იყოს.

  • ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ Deep Fake-ით შექმნილი ვიდეოების ნორმალიზება საფრთხის შემცველია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო გართულდება რეალური და ყალბი ამბის გარჩევა.

ვიდეო გამოქვეყნდა ორდღიანი გლობალური ხელოვნური ინტელექტის სამიტის წინ, რომელსაც პარიზი მასპინძლობს.

სამიტის მიზანია მსოფლიო ლიდერების, ტექნიკური აღმასრულებლებისა და აკადემიკოსების გაერთიანება, რათა გამოიკვლიონ ხელოვნური ინტელექტის გავლენა საზოგადოებაზე, მმართველობასა და გარემოზე.