ავტორი:

საბერძნეთში დააკავეს 39 წლის ქართველი ქალი, რომელიც ოჯახებში დამხმარედ მუშაობას იწყებდა, შემდეგ კი მათ ქურდავდა - დანაშაულებრივი სქემის დეტალები

საბერძნეთში დააკავეს 39 წლის ქართველი ქალი, რომელიც ოჯახებში დამხმარედ მუშაობას იწყებდა, შემდეგ კი მათ ქურდავდა - დანაშაულებრივი სქემის დეტალები

საბერძნეთში 39 წლის ქართველი ქალი დააკავეს. ის ერთ-ერთ ოჯახში შინამოსამსახურედ მუშაობდა. ქალაქ მელისიაში დაკავებულ ქალს, ბრალი ქურდობაში ედება.

  • მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მიხედვით, 39 წლის ქალმა წყვილის სახლიდან, სადაც ის მუშაობდა, სულ მცირე 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა.

დაკავებული ქალი ბერძენი პოლიციისთვის უცნობი არ არის. ის ერთხელ უკვე იყო დაჭერილი 2020 წლის 10 იანვარს. მაშინ საქართველოს მოქალაქე ათენის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, როგორც ბანდის წევრი, რომელიც მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა. ქალი, სხვადასხვა ოჯახებში დამხმარედ იწყებდა მუშაობას, ნდობის მოპოვების შემდეგ კი, ქურდებს სახლის კარს უღებდა და ძარცვის საშუალებას აძლევდა.

პირველი დაკავების შემდეგ ციხიდან გარკვეული პირობებით გათავისუფლდა და 2023 წლის აპრილში ქვეყანა დატოვა. საბერძნეთში 2024 წლის 15 დეკემბერს საქართველოდან გაფრინდა, ამჯერად უკვე შეცვლი სახელითა და გვარით. 2025 წლის 24 იანვარს, იგი კვლავ შევიდა საბერძნეთში, უნგრეთის გავლით.

რაც შეეხება მის 35 წლის ბერძენ ქმარს (რომელიც თანამონაწილეობისთვის დააკავეს), კაცი საკუთარ ქვეყანაში ცნობილია, როგორც დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობით. იგი არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული.

საქართველოდან ჩამოსულ კრიმინალ წყვილს არაერთი ძვირფასი ნივთი და ძვირადღირებული საათები ჩამოართვეს, მათ შორის ROLEX და BVLGARI-ის ფირმის.

წყარო