ავტორი:

წუხელ უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყება

წუხელ უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყება

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის რეგიონებში 83 უკრაინული დრონი გაანადგურეს, -ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს “, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 - კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 - ტვერის ოლქში, სამ-სამი - ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.