ავტორი:

რას ამბობს გიორგი კეკელიძე მისი "ფეისბუქ" პოსტის გარშემო გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე - "ეს არის ამბავი ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა"

რას ამბობს გიორგი კეკელიძე მისი "ფეისბუქ" პოსტის გარშემო გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე - "ეს არის ამბავი ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა"

მწერალმა და "ბიბლუსის" შემოქმედებითმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ პალატაში იმყოფება და ქიმიოთერაპიას უტარებენ.

  • ამ სტატუსს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მწერალი მძიმე სენს ებრძვის და მისი მხარდამჭერი პოსტებიც მალევე გამოჩნდა.

რეალურად, კი ეს არის მხატვრული ტექსტი დოკუმენტურ ამბავზე, რომელიც ერთი ადამიანის არსენ გვენეტაძის ბრძოლას და გამარჯვებას ასახავს კიბოსთან და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც ახლა შეიტყო ამ დიაგნოზის შესახებ.

"ეს არის ამბავი ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ახლა ცდილობს, რომ გარკვეულწილად, სხვა ადამიანებისთვის იყოს მაგალითი. არის საკმაოდ რთული წიგნი და ფეხდაფეხ მიჰყვება აი, ამ გზას, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის განცდილი, აზრით, რადგან სხვა ბევრ ონკოპაციენტთან მაქვს აქტიური მიმოწერა და გვინდა ეს წიგნი იქცეს ერთგვარ მოტივაციად და ძალად ამ სენთან მებრძოლი ადამიანებისთვის," - გვითხრა კეკელიძემ.

ავტორი: თიკო გურაშვილი