ავტორი:

"ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს თვითგამოცხადებული პარტიის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას" - ევროპარლამენტის განცხადება

"ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს თვითგამოცხადებული პარტიის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას" - ევროპარლამენტის განცხადება

"ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს თვითგამოცხადებული პარტიის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას", - ამის შესახებ ნათქვამია პოსტში, რომელსაც ევროპარლამენტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

პოსტს ტან ერთვის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

"ევროპარლამენტის წევრებმა რეზოლუციით მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ქვეყნის დემოკრატიის რღვევაში და განსხვავებული აზრის უგულებელყოფაში და მოითხოვენ ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას", - ნათქვამია "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტში.