ავტორი:

"ველით, რომ 4 წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება და ურთიერთობებს გადავტვირთავთ" - ალიევი

"ველით, რომ 4 წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება და ურთიერთობებს გადავტვირთავთ" - ალიევი

პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო, ველით, რომ ურთიერთობებს გადავტვირთავთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩინურ სახელმწიფო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ალიევი გასულ ოთხ წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს.

“პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ,” - განაცხადა ალიევმა.