ავტორი:

"პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა" - პოლიციელებმა პაატა ბურჭულაძეს ჯერ დაბადების დღე მიულოცეს, შემდეგ კი დაჯარიმების შესახებ აცნობეს (ვიდეო)

"პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა" - პოლიციელებმა პაატა ბურჭულაძეს ჯერ დაბადების დღე მიულოცეს, შემდეგ კი დაჯარიმების შესახებ აცნობეს (ვიდეო)

ცნობილი საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს. ბურჭულაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანან პოლიციელები, რომლებიც თავდაპირველად მას დაბადების დღეს ულოცავენ, ხოლო შემდეგ დაჯარიმების შესახებ აცნობეს

"გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა.

რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია. გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე!თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!", - წერს პაატა ბურჭულაძე.