ავტორი:

"ევროპარლამენტის რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია" - სალომე ზურაბიშვილი

"ევროპარლამენტის რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია" - სალომე ზურაბიშვილი

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.

“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, - წერს ზურაბიშვილი.