ავტორი:

"ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება" - WSJ

"ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება" - WSJ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ქმედებები გამოიყენოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების დადებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

  • "არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტების სისტემის სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.

„ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.