ავტორი:

ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა - "უბედურ შემთხვევას მისი უფროსი შვილი შეესწრო"

ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა - "უბედურ შემთხვევას მისი უფროსი შვილი შეესწრო"

მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როცა ლიანდაგებზე გადადიოდა.

  • გარდაცვლილი ნანო ცხადაიაა. ის წარმოშობით სენაკიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა. ნანოს სამი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიას მისი უფროსი შვილი შეესწრო" - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.