ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრები მივიდნენ.
ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაა.
„ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში რომ დავუდგეთ აქ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.