ევროკავშირსა და მის საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის საპარლამენტოს, სერიოზული ცვლილებები ელოდება, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ აჩვენა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი "ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი მტკიცებით, კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ობიექტურად შეაფასა ის, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება.
"მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს. კონფერენციის მონაწილეები არ იყვნენ მზად საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენისთვის", - წერს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი.
„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული პროცედურები დეკორატიულ ხასიათს იძენს. პანევროპულ სტრუქტურებში ის დიდი ხანია დავიწყებული და იგნორირებულია“, - წერს ვოლოდინი.