ავტორი:

ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა - რა დეტალებია ცნობილი თავდასხმის შესახებ

ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა - რა დეტალებია ცნობილი თავდასხმის შესახებ

ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ვილაჩში, სადაც თავდასხმა მოხდა, 23 წლის ეჭვმიტანილი დააკავა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული სირიის მოქალაქეა, რომელიც ავსტრიაში ლეგალურად ცხოვრობს.

პოლიციის პრესსპიკერის, რაინერ დიონისიოს განცხადებით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.