ავტორი:

წყალტუბო - ქუთაისის გზაზე საქორწილო ესკორტის ერთ-ერთი ავტომობილი ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი

წყალტუბო - ქუთაისის  გზაზე საქორწილო ესკორტის ერთ-ერთი ავტომობილი ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი

შემთხვევას წყალტუბო - ქუთაისის გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. ავტომობილი სრულიად დაიმტვრა, ერთი მგზავრი კი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.