ავტორი:

წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)

წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

Fox News-ის ინფორმაციით, კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი შვიდი წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი - ერთი.

მსხვერპლთა რაოდენობა კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა დაადასტურა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა 1000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

"სამწუხაროა, რომ კიდევ მძიმე ამბის გაზიარება მიწევს. კენტუკი - ახლახან დავადასტურეთ სტიქიის გამო კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალება პაიკის ოლქიდან. საერთო დანაკარგის რაოდენობა 9 ადამიანს აღწევს", - წერს ბეშიარი X-ზე.

შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ.

უამინდობის გამო, კენტუკში 39 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წყარო