17 თებერვლიდან წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, კლასიკოსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის ნოველა „მკვდარი სულები“ სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეიძინონ. აქცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.
წიგნის ახალი გამოცემა გამოვიდა „პალიტრა L-ის“ სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. „მკვდარი სულები“ სერიის მე-14 ტომია.
ნოველა მე-19 საუკუნეში დაიწერა და მონარქისტული რუსეთის ერთგვარი სარკეა. რეალურად, იდეები, რაზეც ეს იმპერიალისტური სახელმწიფო დგას, არც დღეს შეცვლილა, ამიტომ ნაწარმოები მის თანამედროვე მანკიერებებსაც ასახავს.
გოგოლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ანტიმონარქიული ნაწარმოები 1842 წელს გამოქვეყნდა და აღიარებაც მალევე მოუტანა ავტორს. მწერალმა მის გაგრძელებაზეც იმუშავა, მაგრამ შემდეგ თვითნვე დაწვა იგი. საინტრესოა, რომ „მკვდარი სულების“ იდეა ნიკოლაი გოგოლს პუშკინმა შთააგონა.
წიგნი სპეციალურ ფასად არის არის ხელმისაწვდომი „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
R