ავტორი:

სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ერ-რიადში ჩავიდნენ, სადაც ხვალ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მიიღებენ.