"ამ წამს ველაპარაკე ანა ქართლელიშვილს. სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ბუტიკაშვილი წერს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ანა ქართლელიშვილი რამდენიმე თვის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა
მას შემდეგ ანა ქართლელიშვილი რეაბილიტაციას გადის. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მისი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა.
"ამ წამს ველაპარაკე ანა ქართლელიშვილს,. სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ. წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ უკვე დიდი სასწაულია. ამის მერე კიდევ უფრო მჯერა, რომ ქოცებს სახელოვნად დავამარცხებთ", - წერს გიორგი ბუტიკაშვილი.