ავტორი:

"ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში - ეს ადგილი უსაფრთხოა?" - რას წერს პეტერ ფიშერი

"ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში - ეს ადგილი უსაფრთხოა?" - რას წერს პეტერ ფიშერი

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო.

"ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.