მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო და 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
შსს-ს წარმომადგენელმა გასულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო.
რაც შეეხება ანა ტყებუჩავას, შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო განხილვების დროს განმარტავდა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუ როგორ იდგა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე და გზას როგორ კეტავდა. უწყების იურისტი მსახიობის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა.