აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.
”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: "აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.
"ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, - აღნიშნა ტრამპმა.