სპორტული გამოცემა LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თბილისის მერის, ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის უფროსი შვილი ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
"ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - განაცხადა კალაძემ LaGazzetta.ge-სთან საუბარში.