ავტორი:

"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ

"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ "ბრესტი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ჩვენებურის გუნდმა 7-ბურთიანი სხვაობით მოიგო. ხვიჩამ გუშინდელ თამაშზე გოლი და ასისტი მიიწერა.

ქართველმა გოლი პირველი ტაიმში 39-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მისი ასისტითა და რამოშის გოლით ანგარიში 7:0 გახდა.

  • ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" 7:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ ხასიათზე იყო და კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ, ხუმრობით უპასუხა:

"დიახ, მე მაქვს ჩემი არჩევანი, "ლივერპულთან" ან "ბარსელონასთან" თამაში მირჩევნია! ორივე ვარიანტი მომწონს". "პარი სენ ჟერმენის" თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სთხოვეს. "როგორ შევაფასებ "კვარას"? ტოპ-ფეხბურთელია.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია სჭირდება. ცხადია, თავისი დონის დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და ასე ეხმარები გუნდს დაცვაში - სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

  • ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში კვარამ Whoscored-ისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

დონარუმა 7.7, ჰაკიმი 7.6, მარკინიოსი 8.7, პაჩო 7.2, მენდეში 8.8, ნევეში 7.8, ვიტინია 8.5, ფაბიანი 7.8, ბარკოლა 8.4, დემბელე 7.6, კვარაცხელია 10, ლი 6.5, დუე 8.2, რამუში 8.3, კიმპემბე 6.6, მეილიუ 7.1.

ქართველმა Sofascore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.3 მიიღო, flashscore-მ მხოლოდ 8.4 გაიმეტა, MVP-ედ კი ვიტინია დაასახელეს.

  • "ბრესტთან" მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, "პარიზიენმა" პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა:

- თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?

- ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.

- თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა...

- ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: