ავტორი:

მასკის საიდუმლო "ლავსთორი" გამჟღავნდა: ფარული შეხვედრები და წერილები - რა ფოტოებს აქვეყნებს ქალი, რომელიც ამბობს, რომ მილიარდერის მე-13 შვილის დედაა

მასკის საიდუმლო "ლავსთორი" გამჟღავნდა: ფარული შეხვედრები და წერილები - რა ფოტოებს აქვეყნებს ქალი, რომელიც ამბობს, რომ მილიარდერის მე-13 შვილის დედაა

ინფლუენსერი ეშლი სენტ კლერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ილონ მასკის მეცამეტე შვილის დედაა, მილიარდერთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ქალის თქმით, მათი ურთიერთობა ონლაინ მიმოწერით დაიწყო.

The Post-თან ინტერვიუში ეშლი სენტ კლერი მილიარდერზე ღიად საუბრობს და ამტკიცებს, რომ Tesla-ს მფლობელს მათი შვილის არსებობის საიდუმლოდ შენახვა სურდა. მიზეზად მასკს მათი უსაფრთხოება დაუსახელებია.

მოგვიანებით, გამოცემამ ახალგაზრდა ქალისა და ილონ მასკის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

  • მასკისა და სენტ კლერის პაემნის ამსახველი ფოტოები 2023 წლის მაისით თარიღდება.

ისინი ერთ-ერთ რსტორანში ერთად არიან. მეორე ფოტოზე კი ჩანს მასკი, რომელსაც უჭირავს ყალბი 44 მილიარდი დოლარის ბარათი, წარწერით "IOU".

ინფლუენსერმა ინტერნეტი პარასკევს მას შემდეგ ჩააგდო შოკში, რაც გაამჟღავნა, რომ 5 თვის წინ მასა და მასკს შვილი შეეძინათ. ილონ მასკს ამბის დასადასტურებლად არაერთი გამოცემა დაუკავშირდა, თუმცა ის კომენტარს თავს არიდებს.

როგორც ეშლი The Post-ს უამბობს, პირველად მასკმა მისსავე პლატფორმა X-ზე მისწერა: "ის ჩემთან მიმოწერისას ენამახვილი და ჭკვიანი იყო",- ამბობს გოგონა.

მისივე თქმით, პირველად მილიარდერი 2023 წელს Twitter-ის შტაბ-ბინაში ნახა. იმ დროს ეშლი 24 წლის იყო, მასკი კი 51-ის. ქალის მტკიცებით, პირველი შეხვედრის შემდეგ მათი რომანი მალევე დაიწყო და საბოლოოდ ის დაორსულდა კიდეც.

მასკმა ინფლუენსერ ქალს ახლო წრის გარდა ყველასთვის აუკრძალა ამის გამხელა :"მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა".

წყარო

იხილეთ ასევე: