ავტორი:

"მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა" - ქუთაისში დააკავეს ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე პირი

"მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა" - ქუთაისში დააკავეს ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე პირი

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა.

  • მას ჩხრეკა ადგილზე ჩაუტარდა. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.