ავტორი:

"ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ" - კირილ ბუდანოვი

"ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ" - კირილ ბუდანოვი

"ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება", - სხვა საკითხია. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“ჩემი აზრი გაინტერესებთ? - ვფიქრობ, რომ კი. ეს პარადოქსული ვითარებაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია), ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე მივალთ. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება - ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება, ვფიქრობ, მოხდება. ამისთვის შემადგენელი ნაწილების უმეტესობაა,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგებაზე საუბრისას ბუდანოვმა ეჭვის ქვეშ დააყენა, რომ ეს შესაძლოა უსაფრთხოების გარანტია გახდეს, ვინაიდან, “მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც მშვიდობისმყოფელების შეყვანამ იმუშავა”.