ავტორი:

დააპორტირე ავტო სესხი და შეიმცირე ხარჯები – "ლიდერ კრედიტის" განსაკუთრებული აქცია

დააპორტირე ავტო სესხი და შეიმცირე ხარჯები – "ლიდერ კრედიტის" განსაკუთრებული აქცია

თუკი უკვე აღებული გაქვთ ავტო სესხი და გსურთ, უკეთესი პირობებით ისარგებლოთ, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ შეთავაზება თქვენთვისაა. ავტო სესხის „ლიდერ კრედიტში“ გადატანის შემთხვევაში, შეძლებთ 14%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, აქცია შეზღუდული დროით მოქმედებს – ის მხოლოდ 1 თვე, 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ავტომობილით უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რადგან მისი აღება სწრაფად და ზედმეტი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ლიდერ კრედიტმა“ აქცია ამ ტიპის მომსახურებაზე წამოეწყო და რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის გაემარტივებინა სესხის გადახდის პროცესი.

„ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს შესთავაზოს მომხმარებლებს აქციები და სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები, იქნება ეს ავტომობილის პარფიუმი, საწვავისა და ტექინსპექტირების ვაუჩერები თუ სხვა. ამჯერად, ავტო სესხის პორტირებაზე გამოვაცხადეთ ფასდაკლება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ამ სერვისით მოსარგებლეთათვის“, – ამბობს „ლიდერ კრედიტის“ ავტო სესხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ ტყებუჩავა.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ „ლიდერ კრედიტის“ ფილიალების ქსელის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა იმ სერვისცენტრების რაოდენობაც, სადაც ავტო სესხის მიღებას შეძლებთ. დღეს ამ მომსახურებით ისარგებლებთ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ხაშურში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ „ლიდერ კრედიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე *7373.

R