ავტორი:

"დღესაც მაკეთებინეს ბუქნები... საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს" - ნიკუშა კაცია

"დღესაც მაკეთებინეს ბუქნები... საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს" - ნიკუშა კაცია

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებენ.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე გააკეთა.

  • "საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა“, - განაცხადა კაციამ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.