ავტორი:

რკინადეფიციტური ანემია: როდესაც თქვენს ორგანიზმს რკინა ისევე აკლია, როგორც ძველ ციხესიმაგრეს რაინდები

რკინადეფიციტური ანემია: როდესაც თქვენს ორგანიზმს რკინა ისევე აკლია, როგორც ძველ ციხესიმაგრეს რაინდები

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული ძველი ციხესიმაგრეა, ხოლო რკინა - რაინდები, რომლებიც მას მტრებისგან იცავენ. რაინდების ნაკლებობის შემთხვევაში ციხესიმაგრე დაუცველი ხდება. ასეა რკინადეფიციტური ანემიის დროსაც. როდესაც ორგანიზმს რკინა არ ჰყოფნის, ის სუსტდება და დაუცველი ხდება.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი რაინდები შვებულებაში არიან?

  • ადვილად იღლებით - თავს ისე გრძნობთ, თითქოს მარათონი გაირბინეთ. თუმცა სინამდვილეში უბრალოდ კიბეზე ახვედით;
  • ფერმკრთალი ხართ - თქვენი სახე ისეთივე თეთრი ხდება, როგორც ციხესიმაგრეში მოჩვენება;
  • ზოგჯერ ქოშინი გაწუხებთ - მცირე ფიზიკური აქტივობის შემდეგაც კი სუნთქვის უკმარისობასაც გაწუხებთ;
  • თავბრუსხვევა გაგიხშირდათ - ხანდახან თავს ისე გრძნობთ, თითქოს კარუსელიდან ჩამოხვედით.

თუ გაინტერესებთ მიზეზი, რატომ შეიძლება დაეტოვებინათ რაინდებს ციხე, ამასაც ახლავე აგიხსნით:

ალბათ უმეტესად რკინით ღარიბ საკვებს მიირთმევთ - თუ საკმარისი რაოდენობის რკინით მდიდარ პროდუქტებს არ მიირთმევთ, მაშინ თქვენი რაინდები არათუ დაგტოვებენ, არამედ არც არასდროს დაბრუნდებიან.

შეიძლება ბოლო პერიოდში სისხლი დაკარგეთ - სისხლის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმებით, ჭარბი მენსტრუაციით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენით, სისხლის დონაციით. ეს პროცესი შეიძლება ფარული იყოს, ამიტომ ამ საკითხს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

საკმაოდ ხშირია რკინის შეწოვის პრობლემები - ზოგჯერ თქვენი ორგანიზმი უბრალოდ ვერ ითვისებს რკინას საკვებიდან. მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის დაავადებები ან კუჭის ოპერაციები, მათ შორის, ბარიატრიული ჩარევა.

ციხეში რაინდების დაბრუნება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გმირი უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატი სორბიფერ დურულესია. ის ორგანიზმს რკინის მარაგის შევსებასა და ძალების დაბრუნებაში ეხმარება. მისი თითოეული ტაბლეტი სამკურნალოდ აუცილებელი რაოდენობით რკინას შეიცავს, ხოლო უკეთესი შეწოვისათვის ასკორბინის მჟავა აქვს დამატებული.

სორბიფერ დურულესი უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებითაა დამზადებული. რკინა ტაბლეტიდან გამოთავისუფლდება თანდათანობით, 6 საათის მანძილზე. ეს კი თავიდან გვაცილებს რკინის ერთბაშად და დიდი რაოდენობით მოხვედრას კუჭის ლორწოვან გარსზე, ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას და განაპირობებს პრეპარატის კარგ ამტანობას. შესაბამისად, მკურნალობა მაღალეფექტური და უსაფრთხოა.

პრეპარატით მკურნალობის კურსი გრძელდება 1-3 თვე, სისხლის შრატში რკინის მაჩვენებლის ნორმალიზაციამდე. ამისთვის საჭიროა სორბიფერ დურულესის თითო ტაბლეტის დღეში ორჯერ მიღება.

თუ თქვენი რკინადეფიციტური ანემია, ჭარბი მენსტრუაციითაა გამოწვეული და მიზეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება, მაშინ მკურნალობის კურსის ჩატარების და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზაციის შემდეგ, რეკომენდებულია რკინის პრეპარატის მიღება ყოველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში.

სწორი მიდგომით და მკურნალობით შეძლებთ თქვენი რაინდების ციხესიმაგრეში დაბრუნებას, თავს კვლავ ენერგიულად იგრძნობთ და თქვენი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება.

R