GMTG - საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ჯგუფის ორგანიზებით სამედიცინო დაჯილდოება „Med Award 2024“-ზე გასული წლის საუკეთესო ქართველი ექიმები გამოვლინდნენ.
საზოგადოებრივ გამოკითხვებზე დაყრდნობით, GMTG-მ საქართველოს 54 საუკეთესო კლინიკა და ექიმი გამოავლინა. გამარჯვებულებს ჯილდოები და სხვა სპეციალური პრიზები 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ.
ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიება გასული წლის დეკემბრის ბოლოს გახლდათ დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 2024-ის გამარჯვებულთა გამოვლენამ 2025 წლის თებერვლისთვის გადმოიწია.
დაჯილდოების წარმდგენი გახლდათ ფარმაციის ლიდერი PSP, სპონსორი - BTL Georgia, მასპინძელი კი ბრენდი „შატო მანავი“ KTW ჯგუფისგან. Med Award წელს უკვე მეორედ ჩატარდა და GMTG-ის დამფუძნებლის ნატალია დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება 2025 წელსაც გახლავთ დაგეგმილი, რადგან მისივე განმარტებით Med Award წარმოადგენს უპრეცედენტო შესაძლებლობას, საზოგადოებამ აღიაროს სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები და მათი მიღწევები.
დაჯილდოების მიზანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობის, ფასდაუდებელი შრომისმოყვარეობის, მათ მიერ დარგის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევების დაფასება და აღიარება. ჯილდო ასახავს იმ ძალისხმევას, რომელიც ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და სამედიცინო სფეროს სხვა პროფესიონალებმა გაწიეს იმისათვის, რომ გააუმჯობესონ პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემა. დაჯილდოება ხელს უწყობს წაახალისოს და მოტივაცია მისცეს როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალგაზრდა ექიმებს. მისი მიზანი არა მხოლოდ მიღწევების აღიარებაა, არამედ წახალისებაც, რომ ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააგრძელონ მუშაობა ახალი, ინოვაციური სამკურნალო მეთოდების დანერგვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
Med Award 2024-ის წარმატებით განხორციელებაში ორგანოზატორებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიების სპონსორებმა : ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო დეველოპერული კომპანია GSDC”, „მთაწმინდა პანორამა“, „ჯინო აკვა პარკი“, „ბაკურიანი 0+“, „ყვარლის ტბა“, „პალიტრა მედია ჰოლდინგი “ და „რადიო იმედი“.
R