ავტორი:

ვინ იქნება კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში? - კენჭისყრის შედეგები

ვინ იქნება კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში? - კენჭისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქე გაირკვა.

ჩვენებურის გუნდი მეოთხედფინალური ეტაპის საგზურისთვის 2-რაუნდიან ბრძოლაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

ბრიუგე - ასტონ ვილა

ლილი - დორტმუნდი

ატლეტიკო - რეალი

ლევერკუზენი - ბაიერნი

არსენალი - პსვ

ინტერი - ფეინოორდი

ლივერპული - პსჟ

ბარსელონა - ბენფიკა

პირველი მატჩები 4-5 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 11-12 მარტს.

ინფორმაციისთვის, თუ პსჟ "ლივერპულის" ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

"ბენფიკასა" და "ბარსელონას" შორის უკეთესი მეოთხედფინალში "დორტმუნდისა" და "ლილის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

"ბაიერნი" "ლევერკუზენიდან" უკეთესი 1/4-ფინალში "ფეინოორდი" "ინტერის" გამარჯვებულს, ხოლო პსვ "არსენალიდან" შემდეგ ეტაპზე გამსვლელი "რეალი" "ატლეტიკოს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

წყარო: sportall.ge