ავტორი:

დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“

დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“

ფოტოზე: კამიკაძე FPV-დრონების რვა რუს ოკუპანტ ოპერატორს ასეთი სათვალე თავზევე აუფეთქდათ...

  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ისრაელის მხრიდან "ჰეზბოლას“ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებაზე სამხრეთ ლიბანში 2024 წლის17-18 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, როდესაც ათასობით "ჰეზბოლელს“ ხელში აუფეთქდათ "მოსადის“ მიერ წინასწარ დანაღმული პეიჯერები, მსოფლიოს სპეცსამსახურების წარმატებული საიდუმლო ოპერაციების ათეულში ნამდვილად შევა...

თუმცა ისრაელის "მოსადს“ ამ ათეულში ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის (სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის) მიერ ახლახან განხორციელებული ოპერაცია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ,რომელიც შეიძლება ისეთივე მასშტაბის არ იყოს, რაც "ჰეზბოლას“ გაუკეთეს, მაგრამ თავისი გამოგონებითა და სიეშმაკით ნამდვილად არ ჩამოუვარდება...

FPV-სათვალეებში ჩასაწყობი მინიატიურული ასაფეთქებელი მოწყობილობები

ის, რომ უკრაინის ომში ორივე მხარე აქტიურად იყენებს კამიკაძე FPV-დრონებს, ახსნა აღარც სჭირდება - FPV იშიფრება, როგორც First Person View ანუ "პირველი პირიდან დანახული“. დრონის ოპერატორს უკეთია სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებულია ეკრანი და ოპერატორიც ამ ვიდეოგამოსახულების მიხედვით, რადიოკავშირის საშუალებით დისტანციურად მართავს საფრენ აპარატს.

საერთოდ, კამიკაძე-დრონებს არაერთი მისივე ოპერატორი და დამხმარე შეეწირა, გინდ რუსების და გინდაც უკრაინელების მხრიდან - დრონის გასაფრენად მომზადებისა და მასზე კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობების დამაგრების პროცესში...

მაგრამ ის, რომ დისტანციური პულტით ხელში მჯდომი დრონის ოპერატორი სავარძელშივე ფეთქდებოდეს, ეს მანამდე არავის ენახა, თუმცა ერთი თვის წინ ასეთი არანაკლებ რვა შემთხვევა მოხდა ერთმანეთის მიყოლებით, როდესაც ფრონტის ხაზზე დრონების მართვისას რუსი ოკუპანტები სკამებზევე აფეთქდნენ... FPV-სათვალეში კულერის ადგილზე დამონტაჟებული მინი-ბომბი

რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მცირე სიმძლავრის აფეთქება ხდებოდა სწორედ იმ სპეციალურ სათვალეში, რომლებიც ოპერატორებს თავზე ეკეთათ, რის შემდეგაც ოპერატორებმა თავის არეში,კერძოდ კი საფეთქლებთან დაზიანებები მიიღეს, დაკარგეს მხედველობა, თუმცა ცოცხლები გადარჩნენ...

ცოცხლები კი იმიტომ გადარჩნენ,რომ დეტონაციას განიცდიდა მხოლოდ 10-15 გრამის მასის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წინასწარ განთავსებული იყო FPV-სათვალის იმ ნაწილში, სადაც წესით გამაგრილებელი კულერი (რომელიც იცავს კომპიუტერულ პროცესორებს გადახურებისგან) უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. თვალის იმ ნაწილში, სადაც წესით გამაგრილებელი კულერი(რომელიც იცავს კომპიუტერულ პროცესორებს გადახურებისგან) უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. გააგრძელეთ კითხვა