ავტორი:

62:60 - კალათბურთში საქართველოს ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

62:60 - კალათბურთში საქართველოს ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში, საქართველოს ნაკრებმა პირთამდე სავსე თბილისი არენაზე დანია 62:60 დაამარცხა და ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე იასპარეზებს.

მატჩის წინ ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ბოლდუინმა და მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ჯინჭარაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 19:21 დასრულდა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ვერ ისროდნენ, თუმცა შეტევაში მეტოქეზე კარგად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 37:25 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები შენგელიას ძალისხმევით 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დანიამ სხვაობის 1 ქულამდე შემცირება შეძლო, ბოლოს ბურჯანაძემ ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 48:45 დაფიქსირდა. გააგრძელეთ კითხვა