დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს.
"არა, არ მივდივარ“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმა ომის დასასრულებლად ერთად უნდა იმუშაონ.
"ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იცით რატომ? ჩვენ მილიონობით ადამიანის მკვლელობების დასრულება გვინდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.