აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ , - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მხარეებმა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ, თუმცა შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული.
ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ სისტემა Starlink-ი გაუთიშოს.
წაიკითხეთ ასევე: