მედიის ინფორმაციით, რომის პაპის, ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია - ვატიკანში აცხადებენ, პაპი კლინიკაში პნევმონიითა და ფილტვის კომპლექსური ინფექციის გამო მკურნალობს. მკურნალობის პროცესში კი ასთმური რესპირატორული კრიზისი განიცადა
88 წლის რომის პაპს ჟანგბადი შესაბამისი აპარატით მიეწოდება და სხვადასხვა კვლევები უტარდება.
"წმინდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა ის გონზეა", - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში.
ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს.
ცნობისთვის, რომის პაპმა მრევლს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში აცნობა.