რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მტერი განადგურდება და სიმართლე გაიმარჯვებს.
ამასთან, მისი თქმით, "ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ“ ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მისი შედეგი ძალიან ახლოს არის.
"ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ ომი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ, მისი შედეგი უკვე ძალიან ახლოსაა. მტერი განადგურდება. სიმართლე გაიმარჯვებს“, - წერს მედვედევი.