ავტორი:

“კვარას“ და მიქაუტაძის ასისტი, დაძაბული დაპირისპირება და საოცარი სანახაობა – პსჟ-მა “ლიონი“ დაამარცხა

“კვარას“ და მიქაუტაძის ასისტი, დაძაბული დაპირისპირება და საოცარი სანახაობა – პსჟ-მა “ლიონი“ დაამარცხა

ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო განაცხადში მოხვდა.

“ლიონის“ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. ის დაძაბულ დაპირისპირებას მეორე ტაიმიდან შეუერთდა.

თუმცა, მანამდე ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა თავი. მან დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველ ტაიმში, დემბელემ კვარაცხელიას პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და პერის კარი დალაშქრა. ქართველმა ვარსკვლავმა ულამაზესი ასისტი მიიწერა.

ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში, „ლიონისა“ და პსჟ-ის მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მე-80 წუთზე მიქაუტაძემ ფოფანა შეცვალა. მან მალე გამოიჩინა თავი - მეორე ტაიმში ახალ გამოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ასისტი მიითვალა!

საბოლოო ჯამში, ულამაზესი სანახაობა პსჟ-ის გამარჯვებით დასრულდა.

ლიონი - პსჟ 3:2

გოლები: 0:1 ჰაკიმი (53), 0:2 დემბელე (59), 1:2 შერკი (83), 1:3 ჰაკიმი (85), 2:3 ტოლისო (90+2)

  • ხვიჩა კვარაცხელია ლიონი-პსჟ-ს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.