ავტორი:

მეცნიერებმა 2000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახე აღადგინეს - "საქმე გვაქვს 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალთან, რომელიც არასწორად იკვებებოდა"

მეცნიერებმა 2000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახე აღადგინეს - "საქმე გვაქვს 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალთან, რომელიც არასწორად იკვებებოდა"

მეცნიერებმა აღმოჩენილი თავის ქალისგან, 2000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახე აღადგინეს.

ბორნმუთის ბიოარქეოლოგი ემბერ მანინგი, რომელმაც ქალის სახე ნარჩენი მტკიცებულებების გამოყენებით შეადგინა, აცხადებს რომ ქალი დორსეტში დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა.

მოდელი Wareham Town Museum-ში აპრილიდან გამოიფინება.

ქალის თავის ქალას ვირტუალური 3D მოდელი ფოტოგრამეტრიის გამოყენებით შეიქმნა - ეს არის მეთოდი, რომელიც იყენებს სხვადასხვა კუთხით გადაღებულ ფოტოებს, რათა გამოთვალოს ობიექტის ფორმა.

ემბერ მანინგის თქმი, მათ გამოითვალეს “ქალის ასაკი, სქესი, წონა და ეთნიკური წარმომავლობა, რადგან ეს ფაქტორები ხელს უწყობს ქსოვილის სისქის განსაზღვრას“.

ინგლისი, დორსეტი - ადგილი, სადაც თავის ქალა იქნა აღმოჩენილი

“ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალთან, რომელიც არასწორად იკვებებოდა,“ განაცხადა არქეოლოგმა.

მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იქნება ქალის გარეგნობის ციფრული რეკონსტრუქცია, ასევე ინფორმაცია რეკონსტრუქციის პროცესის, არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების შესახებ.

წყარო

იხილეთ ასევე: